- პროექტის სახელი: "უკეთესი ვარიანტის შერჩევა."
- პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით; "ეს პროექტი მოსწავლეს განუვითარებს უნარს მისთვის შეთავაზებული რამდენიმე ვარიანტიდან აარჩიოს მისთვის ოპტიმალურად ხელსაყრელი ვარიანტი."
- პროექტის სრული აღწერა:"ვთქვათ მთაში ტურისტული ლაშქრობა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და გვსურს რკინიგზის სადგურში რაც შეიძლება მალე მოვხვდეთ. განვიხილოთ შემთხვევები და შევარჩიოთ უკეთესი ვარიანტი: 1)ფეხით გაეშუროთ სადგურისკენ–6 კმ/სთ სიჩქარით. 2)გამოიძახოთ ტაქსი, რომელიც 24წთ–ში მოაღწევს თქვენამდე და შემდეგ 30კმ/სთ სიჩქარით გაეშუროთ სადგურისაკენ.
განვიხილოთ შემთხვევები:
ა)სადგურამდე 2 კმ–ია.
ბ)სადგურამდე 3 კმ–ია.
სადგურამდე 5კმ–ია(იგულისხმება რომ მოძრაობები თანაბარია).
1)ფეხით სიარულსა და ტაქსით მგზავრობას შორის განსხვავების თვალსაჩინო წარმოდგენისათვის გამოვიყენოთ მოძრაობების გრაფიკული გამოსახულებები.
2)ვთქვათ, t სთ არის დრო, როცა ტაქსი ეწევა ფეხით მოსიარულეს. შევადგინოთ განტოლება t–ს მიმართ და ამოვხსნათ.
3)შევადგინოთ ანალოგიური ამოცანა და ამოვხსნათ იგი.
4)განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა სადგური თქვენი ადგილსამყოფელიდან იმავე მანძილზეა, რა მანძილზეც შეიძლება ტაქსი დაეწიოს ფეხით მოსიარულეს. ამ შემთხვევაში კიდევ რა ფაქტორების გათვალისწინება მოგვიწევს?
5)შევარჩიოთ სიტუაცია, როცა მაინც ტაქსით გამგზავრებას ვანიჭებთ უპირატესობას."
- მოსწავლეთა ასაკი:13–14 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლემ თავად უნდა შეძლოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა. ჩამოაყალიბოს მოძრაობის ამოცანებისათვის საჭირო სიდიდეები და ფორმულები და შეძლოს მათ შორის კავშირის დამყარება. გამოიყენოს ისეთი მნიშვნელოვანი მათემატიკური ცნებები როგორიცაა განტოლება,გრაფიკი. შეძლოს მისი მორგება ამ თემისათვის.ყოველივე ამას ვიყენებთ ახალი ამოცანის შედგენისათვის,რომელიც მოსწავლეებისათვის მარტივად გადასაწყვეტი იქნება. მოცემული აქტივობა მოსწავლეს განუვითარებს კვლევის უნარს. აღუძრავს მასალის შემდგომი შესწავლის ინტერესს.ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეს უნდა შეეძლოს ჩამოაყლიბოს მის მიერ მოპოვებული მასალის შედეგები(ეროვნული სასწავლო გეგმიდან VII-11, VII-12, VII-13).
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ამ პროექტის შედეგად მოსწავლეებისათვის გარდა პროფესიული(მათემატიკური გარემოსი), შეიქმნება მეგობრული და კომინიკაბელური გარემო,რაც იძლევა მათი უკეთ დაახლოვების საშუალებას და პედაგოგს მიეცემა გაკვეთილი წარმართოს გაცილებით აქტუალური და პროდუქტიული სახით.
- სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლეები აღიქვან გაცილებით მეტად პროდუქტიულ და მზარდი შესაძლებლობების პიროვნებებად.
- სამუშაო ენა: ქართული.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შესაბამისი კლასების მოსწავლეები და მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.
- პროექტის ავტორი: თამარ ხაჟომია.
- ავტორის ელ.ფოსტა:tamarkhajomia@gmail.com.
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.tamarkhajomia.blogspot.com
No comments:
Post a Comment